საქართველოში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის“ 63 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისი განცხადებით, შემთხვევებიდან უმეტესობა უცხოეთიდანაა შემოტანილი.
„63 „ომიკრონ“ დადებითი შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მძიმე არცერთი პაციენტი არ გახლავთ. უმრავლესობა აცრილია. 6-ს ჰქონდა გადატანილი და რეინფექცია არის. მათგან 18 წლამდე იყო 5 მოზარდი და ბავშვი. სტაციონარში არის მხოლოდ სამი, მათ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, იქ არის სხვა ფაქტორები გამოკვლევებისთვის, რადგან თანმხლები დაავადებები აქვთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google