სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 150-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს- გიორგი ბოტკოველი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ცენტრალურ ოფისთან მოშიმშილე ზოგიერთმა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.

მისივე თქმით, 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე, შიმშილობა შეწყვიტეს.
„გარდა იმისა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს ამ დღეების განმავლობაში ადამიანები, ასევე მიეცათ რეკომენდაცია, რომ შიმშილობა შეეწყვიტათ. ასეთი რეკომენდაციის საფუძველზე 20-ზე მეტმა ადამიანმა შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათაც რა თქმა უნდა, შეწყვიტეს შიმშილობა. ყოველ დილით და ყოველ საღამოს სისტემატურად მიმდინარეობს თითოეული ადამიანის კონტროლი, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება. ადამიანების ნაწილი სისუსტეს გრძნობს, მაგრამ შემართება და მიზანი იმ სიმხნევეს აძლევთ, რომ ისინი შიმშილობას არ წყვეტენ. ყველა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. დღის განმავლობაში მათ სხვადასხვა კვლევები უტარდებათ და აქედან გამომდინარე, შემდგომ გაიცემა რეკომენდაციები. 150-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, ჩვენ ყოველ დილით და ყოველ საღამოს აღვწერთ მათ, ახლა უნდა აღვწეროთ და ჯერ ზუსტი ციფრის თქმა არ შემიძლია“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google