როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. მათ ნაწილს დღემდე იცავენ და ერთგვარი რიტუალური ხასიათიც აქვს, ნაწილი კი აღარ სრულდება, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანი და პატივსაცემია.

იმერეთი საახალწლო სუფრით ერთ–ერთი გამორჩეულია ქვეყნის სხვა კუთხეებისგან. იმერლები ახალ წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სანოვაგით ხდებიან.
ძველი იმერული ტრადიციით, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ, ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდას" ეძახიან და მას თოფების სროლით ეგებებიან.სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ, სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება.გურიაში ახალ წელს მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს და საახალწლო სანოვაგეს მარანში შეიტანენ. ოჯახის უფროსი ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს.

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ე.წ. ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის და ბეღელში ინახავენ. მამლის პირველი ყივილისას მეკვლე ცეცხლს ანთებს, ბეღელში შედის და ხმიადი ოჯახის წევრებისთვის მიაქვს. შემდეგ, ყველას ხელპირს დააბანინებს და მხოლოდ ამის შემდეგ საუზმობენ.

სვანეთში ახალწლის ღამეს მეკვლეს სანოვაგეს გარეთ, სახლის გასავალ კარებზე კიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

ქართლში კი კვერებს შინაური ცხოველებისთვისაც აცხობენ. "ბასილა" მათთვისაც მთავარი ტრადიციაა. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ქართლელები "ბასილას" არათუ კვრებს, არამედ ქანდაკებას აცხობენ. ოჯახის თითოეული წევრისთვის კი ორ-ორ ბედის კვერს, ხოლო შინაური ცხოველებისთვის თითო–თითოს. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე, რომელსაც ქართლში "აბრამიანს" უწოდებენ, ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე "ბასილას" ქანდაკებას დაასვენებს და ასე ულოცავს ოჯახის წვერებს ახლა წელს.

მომზადებულია ინტერნეტმასალებით
კახეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობენ, ისე რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ჭამს. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას აჭმევს.

თუშეთში ახალ წელს წელწდობას ეძახიან. ამ მხარეში საახალწლო ორცხობილებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომლებსაც ხშირად შინაური ცხოველებისთვის დამახასიათებელი ნიშნით გამოსახავენ. მაგალითად, ცხენს ნალის ფორმის კვერი გამოხატავს, ხარს რქები და ა. შ. გამომცხვარ კვერებს მატყლთან, მარილთან, ყველთან და ერბოსთან ერთად სუფრაზე დაალაგებენ და მეკვლის მოსვლამდე არ მიირთმევენ. მეკლვე კი სახლში პურს შემოაგორებს და იტყვის: "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!"

ხევსურეთში დიასახლისი საახალწლოდ ოჯახის ყველა წევრისათვის ბედის კვერებს აცხობს. თითოეულ მათგანს თავისი ნიშანი აქვს და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება.

ხმიადის გამოცხობით იწყება ახალი წლის დილა ფშავში. ხმიადს მაგიდაზე თაფლიან და ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებენ. ოჯახის ერთი წევრი წყალზე მიდის და თან მიაქვს ყველი და პური. ჩააგდებს წყალში და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო". წამოიღებს წყალს და ხმიადებით სავსე სუფრაზე დადებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიუსხდებიან ოჯახის წევრები სუფრას და საუზმობენ.

მესხეთ–ჯავახეთში კი საახალწლო კვერებს ახალი წლის დადგომამდე, საღამოს აცხობენ. ძველი ტრადიციით, მესხები და ჯავახები სამეურნეო იარაღის ფორმის კვერებს აცხობდნენ, მაგალითად ცელს, გუთანს და ასე შემდეგ.ერთ–ერთი მთავარი ტრადიცია კი ე.წ. "ბაისლას" კვერს უკავშირდებოდა, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. "ბასილას" სუფრის შუაში დადებდნენ და ირგვლის სხვა სურსათ–სანოვაგეს მიუწყობდნენ.

წითელ მამალს კლავენ ახალ წელს საინგილოში. სუფრას კი ახალი წლის დადგომამდე მიუსხდებიან. აკეთებენ ქათმის წვენსა და ფლავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის მეკვლე, რომელიც უნდა იყოს ნათესავი და ბედისგან დაუჩაგრავი. ვიდრე მეკვლე არ ეწვევათ, სახლში არავის მიიღებენ.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.