კახეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი გამოვლენილია ახმეტის მუნიციპალიტეტში. სოფლების - ვეძებისა და ჩაჩხრიალას მიმდებარედ, მოქალაქეები, ავტომანქანებით, ჯამში 13 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის საშეშე მერქნის (კოტრი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

2 სამართალდარღვევა გამოვლინდა ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. მოქალაქეებმა სათანადო დოკუმენტაციის გარეშე გაუწიეს ტრანსპორტირება მურყანის (თხმელა) სახეობის 0,6 კუბური მეტრი და მუხის სახეობის 2 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მერქანს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მიმდებარედ კი, მოქალაქეს უკანონოდ გადაჰქონდა 0,5 კუბური მეტრი მოცულობის რცხილის, 0,5 კუბური მეტრი კუნელისა და 0,5 კუბური მეტრის იფნის სახეობის საშეშე მერქანი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ტყე /