კახეთში კორონავირუსით 135 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 887 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 222, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 114, შიდა ქართლი - 97, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 211 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი

| Print |
FaceBook Twitter Google