თუშეთში მაცხოვრებლებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ
თუშეთში მუდმივად მაცხოვრებელ 24 ოჯახს წინასაახალწლო სასურსათო პაკეტები გადაეცათ. ნობათი ადგილზე ვერტმფრენით ჩაუტანეს. თუშეთის მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3600 ათასი ლარი დაიხარჯა.

თუშეთში იმყოფებოდნენ კახეთის გუბერნატორის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, რომლებმაც ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს. ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ფრენებს ასრულებს და მოქალაქეების ბარიდან მთაში გადაყვანას უფასოდ ემსახურება.

| Print |
FaceBook Twitter Google