დღეს დადასტურებული შემთხვევების 10% "ომიკრონია" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსიის "ომიკრონის" შტამით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

"ლაბორატორიულად გვაქვს 600 შემთხვევა, მაგრამ რამდენიმე ასეული არის კვლევაში. ანუ დიდი ალბათობით მოიმატებს "ომიკრონის" შემთხვევები" დღეს და ხვალ. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთო დადასტურებული შემთხვევების 10 პროცენტი არის "ომიკრონი", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, 600 დადასტურებული შემთხვევიდან კლინიკაში მხოლოდ 8 პაციენტი მოხვდა.

| Print |
FaceBook Twitter Google