Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 953 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 913 528. კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში
14 218 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.57%.
მასალის გამოყენების პირობები