კახეთში კორონავირუსით კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1925 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 336, იმერეთი - 218, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363 საიდანაც: 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919 აჭარაში - 595, იმერეთში - 761. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 133, იმერეთში - 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 402 - აჭარაში. 29 260 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google