საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421.

კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.10% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.63%.

| Print |
FaceBook Twitter Google