გადავადდება თუ არა სასწავლო პროცესი
ჯერჯერობით სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია არ არის. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, რეკომენდაციას, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება”, – განმარტა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google