თებერვლის პირველ დეკადაში შეიძლება დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს - ამირან გამყრელიძე
ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და
შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც
ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,
ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
განაცხადა.
„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან
10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15,
20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ აქ,
ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა დიდი ალბათობით შემცირებული იქნება“, -
აღნიშნა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები