გურჯაანში ყოფილმა პოლიციელმა თავი მოიკლა
გურჯაანში, ყოფილმა პოლიციელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 74 წლის ალექსი ზაალიშვილმა თავი საკუთარი იარაღით მოიკლა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

ზაალიშვილი შევარდნაძის მთავრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. სუიციდის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
| Print |
FaceBook Twitter Google