საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი იზრდება
იანვრიდან გურჯაანის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ. აღმზრდელებს ანაზღაურება ასი ლარით გაეზრდებათ.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, თანამშრომლების ხელფასის მატება თებერვალშიც გაგრძელდება.
„დღეის მდგომარეობით აღმზრდელის ხელფასი არის დარიცხული 460 ლარი. მთავრობის დადგენილებით აღმზრდელის ანაზღაურება ამ ეტაპზე ხელფასი ასი ლარით გაიზრდება. დანარჩენ თანამშრომლებს, იანვარში ხელფასზე მოემატებათ ათი პროცენტით და თებერვალშიც კიდევ ათი პროცენტი. “

მისივე თქმით, რაც შეეხება სააღმზრდელო პროცსის დაწყებას, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ელოდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google