200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს. 200-ლარიანი წახალისებით სარგებლობენ 50 წლის და ზევით ასაკის ადამიანები იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.

ასევე კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შენარჩუნდეს მუშაობის დისტანციური რეჟიმი, როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში.

| Print |
FaceBook Twitter Google