ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები, ეს არის შიდა გავრცელება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შიდა გავრცელება დაიწყო.

„უკონტროლო არა, მაგრამ შიდა გავრცლება გვაქვს. ვაკონტროლებთ ყველაფერს! ჯერჯერობით კიდვე ვახერხებთ. ლაბორატორიულად დადასტურებულია 951 შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ეს აღარ არის იმპორტირებული შემთხვევები, ეს არის შიდა გავრცლება“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თმით „ომიკრონის“ შემთხვევბი უმეტესად ახალგაზრდა ასაკში ფიქსირდება.

„გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი არის დაახლოებით 45%– ის ფარგელებში. სადაც 30 –% არის რეგიონებში და 60–% თბილისში, ანუ გაშუალებული დაახლეობით არის 45–%. როგორც ავღნიშნე და ეს არის სწრაფად მზარდი, ამიტომ უნდა ველოდოთ სწრაფად გავრცელებას. 951 შემთხვევიდან დეტალურად 621 შემთხვევაა შესწავლილი“, – განმარტა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google