დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი და +11 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /