კორონავირუსით კახეთში კიდევ 178 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 3148 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 868, აჭარაში - 612, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 პირი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 125, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 - თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 4. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google