შენობის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია
გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიამ speqtri.ge-სთან კომენტარი გააკეთა. მათი შეფასებით, აღნიშნული პრობლემა, კერძოდ, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მათი პრეროგატივა არ არის, თუმცა მზად არიან, რომ მოკვლევა დაიწყონ.


„ქ.გურჯაანში, ნონეშვილის #4-ში მდებარე შენობის ნაწილი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, ხოლო ნაწილი სხვადასხვა პირთა კერძო საკუთრებას. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ფართის უმეტესი ნაწილი გადაცემულია სხვა პირთა სარგებლობაში, კერძოდ, ნაწილის მოსარგებლეები არიან მუნიციპალური ა(ა)იპ-ები, ხოლო ნაწილი სხვადასხვა კერძო ფიზიკური და იურიდიული პირები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს შესაბამისი ფართით მოსარგებლე პირთა ვალდებულებას. მერიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მთლიანი შენობის მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ელექტროგანაწილებისას შექმნილი პრობლემები არ არის დაკავშირებული შენობის შიდა გაყვანილობის ქსელთან და შესაბამისად, აღმოფხვრილია თავად ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ. მიუხედავად ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს წარმოება, რათა „ეპ ჯორჯია მიწოდება“-სთან ერთად მიღებულ იქნას სათანადო ზომები შემდგომში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით,“-აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი 28 დეკემბერსაც გაჩნდა. დღეს კი, ბოლო ერთ თვეში, შენობა დაწვას უკვე მეორედ გადაურჩა. მსგავსი პრობლემა ადმინისტრაციულ შენობაში უკვე წლებია რაც არის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქალაქ ყვარელში 24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების
თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
ქალაქ ყვარელში 24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
11:24 / 04.01.2022
თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მილიონ ევროდ რუსული კომპანია
თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მილიონ ევროდ რუსული კომპანია "მეტროვაგონმაში" იყიდის. ინფორმაციას, რუსული სააგენტო “tass” ავრცელებს.
13:44 / 30.12.2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფიროსმანის ქუჩის გზის
რეაბილიტაცია სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მერის პირველმა
მოადგილემ დავით დურგლიშვილმა დაათვალიერა და დასრულების პროცესს
ადგილზე გაეცნო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა დაათვალიერა და დასრულების პროცესს ადგილზე გაეცნო.
17:47 / 20.12.2021
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო
ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს და ბაკურციხე-წნორის
შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს და ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
15:14 / 30.11.2021
სამართალი
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების ცემის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.
11:12 / 11-01-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში “ენერგო პრო ჯორჯიას" კუთვნილი ელექტროსადენები მოიპარეს.
15:25 / 10-01-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულსა და საგარეჯოში  ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
11:06 / 08-01-2022
ეკონომიკა
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განცხადებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
14:55 / 10-01-2022
სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი - როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა. ტარიფი გაზრდილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც . ინფრომაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სემეკი ავრცელებს.
11:33 / 10-01-2022
სხვა ამბები
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
13:22 / 14-01-2022
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან.
15:28 / 13-01-2022
საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გამოეხმაურა ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს.
14:36 / 10-01-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
12:53 / 10-01-2022
ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ, კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ, ხუთშაბათს დაადასტურა მონაცემები ქვეყნის მიერ წინა დღით რაკეტის გაშვების თაობაზე. ინფრორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი აქვეყნებს.
15:51 / 06-01-2022
10, 11 და 12 დეკემბერს ქალაქ თბილისში კიკბოქსინგში საქართველოს თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი, კლუბ „მგლების“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.
13:33 / 14-12-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4908
USD
USD
1
3.0794
GBP
GBP
1
4.1791
TRY
TRY
1
0.2297
RUB
RUB
100
4.0259
ამინდი
გურჯაანი -3 / 9 °C
img
საგარეჯო -3 / 5 °C
img
დ.წყარო -5 / 3 °C
img
სიღნაღი -6 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -3 / 10 °C
img
თელავი -2 / 8 °C
img
ახმეტა -2 / 8 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.