„ომიკრონის“ 1009 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14-ს დასჭირდა - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში, ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1009 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, „ომიკრონის“ 1009 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 -ს დასჭირდა

„ლაბორატორიები გავაფრთხილეთ, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგვიგზავნონ შესამოწმებლად. ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა საერთო დიაგნოსტირებულებში 60%-ია. ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა 45-პროცენტიდან ზემოდ მიდის. 1009 შემთხვევიდან მხოლოდ 14-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 12-მა უკვე კლინიკა დატოვა. აქედან არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაიწერა ნორმალურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google