კახეთში კორონავირუსით კიდევ 130 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 3479 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც: 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 003 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 39 853 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google