თელავის ოცდაშვიდივე სკოლა სასწავლო პროცესს ორშაბათიდან დაიწყებს
თელავის მუნიციპალიტეტის ოცდაშვიდივე საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს რეკომენდაციების სრული დაცვით ორშაბათიდან განაახლებს. ამის შესახებ speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლევან მრელაშვილმა განუცხადა.
"თუ რომელიმე ბავშვი მშობელმა ონლაინ სწავლებაზე დაარეგისტრირა, ისინი დისრანციურად დაიწყებენ სწავლას. გუშინ მოხდა დარეგისტრირება, ჩვენ დღის ბოლომდე მოგვივა ინფორმაცია, რამდენი ბავშვია ასეთი. ბევრი არ იქნება, არც წინა სემესტრში  ყოფილა ონლაინ სწავლებაზე დიდი მოთხოვნა. სკოლები რეკომენდაციების სრული დაცვით გაიხსნება. სველი წესით დალაგდება, ყველა სკოლაში არსებობს შესაბამისი ქიმიური საშუალებები,"  -განაცხადა მრელაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google