გურჯაანის შვიდ სოფელში ჭაბურღილები მოეწყობა
დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდში გადასაგზავნი 7 ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ჭაბურღილების მოწყობა იგეგმება.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ხაზიურის განმარტებით, ჭაბურღილების მოწყობა 1500 -მდე ადამიანს მოუგვარებს პრობლემას.
„დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ მოიწონა 7 ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის სხვადასხვა სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები. გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება აქედან გამომდინარე მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. “

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდება ჭაბურღილები სოფლებში: კალაურში, შაშიაანში, ვაზისუბანში, ზეგაანში, ჯიმითში, ჩუმლაყსა და კაჭრეთში გაკეთდება.

| Print |
FaceBook Twitter Google