კოვიდინფიცირებულებისთვის რეგისტრაციის ახალი პორტალი ამოქმედდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თუ დაგიდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე https://er.moh.gov.ge/ დარეგისტრირდეთ.

უწყების ცნობით, მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს. პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

| Print |
FaceBook Twitter Google