ამერიკის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს
ამერიკის საელჩო თავის ოფიციალურ ფეიბუქ-გვერდზე ულოცავს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს.
„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა.

ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია,“-ვკითხულობთ მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს 2012 წლიდან აღნიშნავს.

| Print |
FaceBook Twitter Google