დღეიდან ძალაში შედის კორონავირუსის გამო თვითიზოლაციისა და
კარანტინის ახალი ვადები.
ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე.
იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდაცია იქნება 5 დღის განმავლობაში
პირბადის ტარება;
მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში პაციენტი ვალდებულია, იზოლაციაში იყოს
10 დღის განმავლობაში. ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში უნდა
შეინიშნებოდეს ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა. ამ
შემთხვევაშიც რეკომენდაციაა, რომ იზოლაციის დასრულების შემდეგ 5 დღის
განმავლობაში მოქალაქე ატარებდეს პირბადეს.
ვადები იცვლება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც.
კარანტინის ვადა იხსნება იმ შემთხვევაში, თუ: COVID-19-ით
დაავადებულთან კონტაქტირებული პირი არის ვაქცინირებული 2 დოზით და
მეორე დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე, თუმცა არაუმეტეს 90 დღე; თუ
პირს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა;
კოვიდგადატანილ პირს, ვირუსის დადასტურებიდან 60 დღის განმავლობაში.
ყველა მათგანს აქვს ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია 10 დღის
განმავლობაში.
არავაქცინირებული პირებისთვის რჩება რეკომენდაცია, კონტაქტის შემდეგ 8
დღის განმავლობაში იყვნენ კარანტინში და შემდეგ მე-9 - მე-12 დღეებში
გამოიყენონ პირბადე.
მასალის გამოყენების პირობები