გურჯაანის ბაღებში სასწავლო პროცესი 24 იანვარს განახლდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 24 იანვრიდან განახლდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მანამდე შენობაში სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოები ჩატარდება.

„ ახალი შტამი, როგორც გვეუბნებიან უფრო ბავშვებში ვრცელდება. რომ დავიცვათ ჩვენი აღსაზრდელების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ჯგუფებში დაცული იქნება ყველა წესი. სანამ პროცესი დაიწყება სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება შენობა. ვფიქრობთ რომ მზად ვართ სასწავლო პროცესის დასაწყებად.“

მისივე თქმით, ყველა თანამშრომელს „კოვიდ 19“-ზე ტესტირება ჩაუტარდება. შენობაში შესვლამდე კი აღსაზრდელები თერმოსკრინინგსა და დეზობარიერს გაივლიან.

| Print |
FaceBook Twitter Google