24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 5 053 პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 იანვრის მონაცემებით საქართველოში სულ 2 609 515 აცრაა ჩატარებული.
უწყების ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 307 729 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მოსახლეობის 45.5%–ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებულია 1 191 003 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.5%. „ბუსტერ“ დოზა კი გაკეთებული აქვს 108 893 ადამიანს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 053 პირი აიცრა.

| Print |
FaceBook Twitter Google