პარლამენტი პრეზიდენტის სიის მოლოდინშია
პარლამენტი პრეზიდენტის სიის მოლოდინშია – კანონმდებლობის შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს.

ამის შემდეგ პარლამენტი დასახელებული კანდიდატების შესახებ მსჯელობას დაიწყებს. ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე 3 კანდიდატურა განიხილება – მათ შორის არის მოქმედი თავმჯდომარეც.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების განხილვაში, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატებიც ჩაერთვებიან.
ოპოზიციური პარტია საპარლამენტო ბოიკოტზე უარის თქმისთვის ემზადება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში პარტიაში გამართულ შეკრებაზე გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სია / ცესკო /