როგორი იყო დასწრება დღეს დედოფლისწყაროს სკოლებში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თხუთმეტივე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით დღეს განახლდა.
როგორც speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ეთერ დავითაშვილმა განუცხადა, დასწრება საშუალო იყო.

"100%-იანი არა, მაგრამ საშუალო დასწრება მაინც არის. მაგალითად, ოზაანის სკოლაში 100 ბავშვიდან 70 მაინც მივიდა. ბევრი არ არის ისეთი მშობელი, ვინც ონლაინსწავლებაზე არეგისტრირებს თავის შვილს. ძირითადად დედოფლისწყაროს #1 და #2 სკოლაშია ასეთი კატეგორია. სოფლებში ისედაც ბავშვების მცირე კონტიგენტია,"-განაცხადა დავითაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google