სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასი 60%-ით გაეზრდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი გაფიცულია და ხელფასების მატებას ითხოვენ. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ მოქალაქეებს ის სერვისები არ შეუწყდეთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამის გარანტია ჩვენ დღეს გვაქვს. მოკლევადიანი წყვეტა გვქონდა დღეს თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში, რომელიც აღდგა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში განცხადებების მიღება ხდება. ამ განცხადებების მიღება არ შეწყვეტილა და არ შეწყდება. რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც იცით, რამდენიმე თვეა სოცმომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნის მიზნით მუშაობა. წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სოცმომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) 40-დან 60 პროცენტამდე მატება აქვთ ხელფასის. 490 ლარიანი ხელფასის მქონდე თანამშრომელი 1-ელი თებერვლიდან 750, 880, 990 და 1100 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამით დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - ეს არის ე.წ. მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასება მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით“. ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია. სოციალური აგენტების ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ერთია ფიქსირებული და მეორე - გამომუშავებაზე დამოკიდებული. ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია სოციალური აგენტისთვის და 550 ლარია უფროსი სოციალური აგენტისთვის. ასევე არის 6 ლარი გამომუშავება თითო დეკლარაციაზე. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ორი წლის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი ფუნქცია არ არის საჭირო ამ პანდემიიდან და მორატორიუმიდან გამომდინარე. რაც შეეხება მატებას, ორივე კომპონენტი იმატებს, ფიქსირებული ანაზღაურება გაიზრდება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის - 550-დან 700 ლარამდე, რაც შეეხება გამომუშავებას, 6 ლარიდან 10 ლარი გახდება ერთი დეკლარაციის შევსება. ასევე მათთვის ნოემბერში იყო შეთავაზებული ფიქსირებულ ხელფასზე გადასვლა, რაზეც მტკიცე უარი მივიღეთ“, - განაცხადა ბარკალაიამ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ
ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში
მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც
ეხებათ.
თითქმის კვირაზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ე.წ ყვითელი დონეა გამოცხადებული. ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა კვლავ აკრძალული აქვთ. შეზღუდვები რიგით მოქალაქეებსაც ეხებათ.
22:49 / 19.04.2024
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ
გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ
კანონს დღესაც აპროტესტებენ.
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - აქციის ორგანიზატორების მიერ გრძელვადიანი პროტესტისთვის მზადების ფონზე, ახალგაზრდები რუსულ კანონს დღესაც აპროტესტებენ.
22:25 / 19.04.2024
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის,
გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის
საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერის, გიორგი ცაგარეიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს.
15:00 / 19.04.2024
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
23:15 / 18.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.