სოფელ გურჯაანში მაღაზია გაქურდეს
სოფელ გურჯაანში ,,მაგნიტის“ მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილით მოხდა. 
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, შესასვლელი კარის მინები ჩაამტვირიეს და სუპერმარკეტში შეაღწიეს.წაღებულია ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. დამნაშავეებს, სავარაუდოდ, თანხის მოპარვაც სურდათ, თუმცა სალარო ცარიელი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
როგორც speqtri.ge - ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკის 177ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google