ახალი შემთხვევების 50% ომიკრონია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნაში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ცირკულაციიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები იზრდება.

მისივე თქმით, იმატებს ინფიცირებისა და დადებითობის მაჩვენებლები, თუმცა იკლებს სიკვდილიანობა. გამყრელიძის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ახალი შემთხვევების 50% ომიკრონია, თუმცა სურათი რეგიონების მიხედვით სხვადასხვაა. კერძოდ: თბილისში ომიკრონის წილი არის 65%, რეგიონებში 30-35%.

„ომიკრონის 1 254 შემთხვევიდან, რომელთა საშუალო ასაკია 33,8, ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, სტაციონარში მოხვდა მხოლოდ 14, ანუ 1%, 13 უკვე გაწერილია. სტაციონარში მოხვედრის ინდიკატორი ამ შემთხვევებში იყო თანმდევი დაავადებები და არა თავად კოვიდის მძიმე მდგომარეობა. ჯერჯერობით ომიკრონი მიდის უფრო მსუბუქად, მაგრამ თუ ერთდროულად ბევრი შემთხვევა იქნება, სხვა სურათი გვექნება" - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google