როდის უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი კოვიდინფიცირებულმა
ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის წინააღმდეგ. კორონავირუსი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

„განსაკუთრებით ხშირად, ადამიანები ანტიბიოტიკის მიღებას მოითხოვენ, როდესაც მაღალი სიცხე აქვთ - ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. კოვიდისთვის ჩვეულებრივი სიმპტომია მაღალი სიცხე, რომელიც შეიძლება დღეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება. სიცხე რაღაც დროის შემდეგ თავისით გაივლის და ადამიანები ამას აბრალებენ ანტიბიოტიკს. ჩვენ მეორე დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა კორონამდეც იყო და კორონას შემდეგ უფრო გამწვავდა - დადგება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google