დედამიწას დიდი ასტეროიდი უახლოვდება
უზარმაზარი ასტეროიდი დედამიწას, 2022 წლის 18 იანვარს(თბილისის დროით 19 იანვარს) მშვიდობიანად ჩაუვლის. ასტეროიდის დიამეტრი 1 კილომეტრია.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ნასა ავრცელებს.

ასტეროიდი სახელად (7482) 1994 PC1-პირველად, 1994 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადეს მისი ზომისა და დედამიწასთან საკმაოდ ახლო მანძილზე ჩავლის შესაძლებლობის გამო. ასეთი ზომის ასტეროიდი დედამიწას, საშუალოდ, 600 000 წელიწადში ერთხელ უახლოვდება. თუმცა, დღევანდელ მოვლენასთან დაკავშირებით, არაფერია საგანგაშო, უფრო მეტიც, მოყვარულ ასტრონომებს აქვთ შესაძლებლობა , რომ ტელესკოპით სულ მცირედ მაინც მოჰკრან თვალი ჩავლილ ასტეროიდს.

ასტეროიდი თბილისის დროით 19 იანვარს, 01:51 საათზე ჩაუვლის დედამიწას. მსგავსი მოვლენა მხოლოდ 200 წელიწადში განმეორდება, ასტეროიდის ორბიტის გათვალისწინებით.

კოსმოსური სხეული დედამიწას 1,93 კმ-ის მანძილზე ჩაუვლის, ეს დაახლოებით 5-ჯერ დიდი მანძილია, ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე. ეს მანძილი გვაძლევს შესაძლებლობას უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, თუმცა საკმარისია, რომ ასტეროიდს სახლის ტელესკოპითაც დავაკვირდეთ.
| Print |
FaceBook Twitter Google