კორონავირუსით კიდევ 27 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 351 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 021 943.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 946 255. კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.73%.

| Print |
FaceBook Twitter Google