„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - პაატა იმნაძე
„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით - უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google