კახეთში კორონავირუსით კიდევ 187 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 3742 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 903, იმერეთი - 510, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 238, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი - 130, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც: 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 010 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, 1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google