საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 528 მოზარდია აცრილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 528 მოზარდია ორი დოზით აცრილი, 16-დან 17 წლამდე ასაკის პოპულაციაში კი – 10 696 .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკა სრულად ასე გამოიყურება:

სულ ჩატარებულია 2 635 602 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 313 388 ადამიანი, რომელთა ასაკი 18 და მეტი წელია. ეს ციფრი კი მთლიანი მოსახლეობის 45.7%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 18 და მეტი წლის 1 200 091 ადამიანი, რაც მოსახლეობის 41.8%-ია. ბუსტერ დოზით სულ აცრილია 120 094 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 680(2.08%) სრულად აცრილია – 2 528 (1.43%) , 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 287 (15.15%) სრულად აცრილია-10 696 (13,19%)

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 16-დან 18 წლამდე პირების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით 2021 წლის 21 ივლისიდან არის დაშვებული, 12-დან-15 წლამდე მოზარდებისთვის იგივე ვაქცინა 2021 წლის 9 ნოემბრიდან გახდა ნებადართული.

| Print |
FaceBook Twitter Google