„ომიკრონით“ ინფიცირების პიკური პერიოდი თებერვლის პირველ დეკადაში იქნება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პიკური
პერიოდი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს-თებერვლის პირველ დეკადაში იქნება.
მისი თქმით, ქვეყანაში საშუალოდ, კორონავირუსის დადებითი შემთხვევების
70%-ს „ომიკრონი“ წარმოადგენს.
„თბილისში ეს მაჩვენებელი მაღალია და 80%-ს წარმოადგენს. იანვრის
ბოლო-თებერვლის პირველ დეკადაში, ათი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ,
კორონავირუსის ახალი შემთხვევების პიკური პერიოდი იქნება“, -
განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები