გახარიას პარტია აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა
გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა. პარტიის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი მიქელაძე პარტიაში განხილვის გარეშე, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.


პარტიის ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნის – თამილა ფაღავასთვის ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ბათუმის ვიცე-მერობა, რაზედაც მიიღო თანხმობა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევე არჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა და თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას“, – წერია მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გახარია / პარტია /