დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სავარაუდოდ, მას ბრალდებული არ დაესწრება.

დღევანდელი პროცესი ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლასა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას. ამ საქმის განხილვას მიხეილ სააკაშვილი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაესწრო და სხდომა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google