ოთხ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს მთავრობის კაბინეტის ოთხ მინისტრს კორონავირუსი აქვს. ამ მიზეზით ისინი მთავრობის დღევანდელ, 24 იანვრის სხდომას არ ესწრებოდნენ.

კორონავირუსი დაუდასტურდათ: სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილს; ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს; თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს; განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.

| Print |
FaceBook Twitter Google