გურჯაანის კულტურის ცენტრში გათბობის სისტემა დამონტაჟდება
დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მოიწონეს.

მერია სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წარადგენს პროექტს, რომელიც გურჯაანის კულტურის ცენტრში გათბობის, თბოიზოლაციისა და ვენტილაციის სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ხაზიურის განმარტებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„მთავრობას აქვს საპილოტე პროგრამა რეგიონების განვითარების მიზნით. ამ პროგრამის ფარგლებში დღეს განვიხილეთ და მოვიწონეთ გურჯაანის კულტურის სახლის გათბობის, თბოიზოლაციისა და ვენტილაციის მოწყობის საკითხი. ამ ეტაპზე პროექტით ხორციელდება ბაკურციხე-ჩუმლაყის ინდუსტრიული ზონის დამაკავშირებელი გზის სამუშაოები და შალიკაშვილის სახლ-მუზეუმის რებილიტაცია. ყველა პროექტი მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის, ვინაიდან ემსახურება ისეთი სახის პრობლემების გადაჭრას, რაც საკუთარი ბიუჯეტით არ შეგვიძლია რომ განვახორციელოთ. “

საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ცნობისთვის ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევააა, როდესაც კულტურის ცენტრში გათბობის სისტემის რეაბილიტაცია მოხდება და მაყურებელებს ღონისძიებაზე დასწრება კომფორტულ გარემოში მოუწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google