პანდემიის დასრულება რთული იქნება ბავშვების ვაქცინაციის გარეშე - თამარ გაბუნია
დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს 5-დან 12 წლამდე ბავშვთა ასაკის ვაქცინაციაზე და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. ამის შესახებ პირდაპირ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია ბავშვებში 12 წლიდან არის დაშვებული, მაგრამ პროცესი ნელა მიმდინარეობს და აქტივობა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვთა მშობლებისგან იყო.
“ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და ბუნებრივია ამას სჭირდება განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა, ფაიზერის ვაქცინა მაქვს მხედველობაში და დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილ იქნას. ასევე, რეკომენდაციები, რომელიც გაიცემა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია ჩვენთვის გახდება სახელმძღვანელო ამ მიმართულებით მუშაობისთვის. საერთოდ, საბოლოო ჯამში, პანდემიის დასრულება რთული იქნება ბავშვების ვაქცინაციის გარეშე. ბავშვებიც უნდა იყვნენ იმ ჯგუფში, რომლებსაც ექნებათ დაცვა, განსაკუთრებით მცირე ასაკის ჯგუფებში, რომ მათ ჰქონდეთ გადაზღვევა სამომავლოდ”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google