დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა+8 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი იქნება დღე სიღნაღშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /