50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება 100 ლარს მიიღებს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული პირი, ვინც ვაქცინის ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.

გარდა ამისა, ერთი თვით გრძელდება 50 წელს გადაცილებულთა ფინანსური წახალისების პროგრამა, რაც პირველი დოზის გაკეთების შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს გულისხმობს.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი ტესტირებას გადის, სწორად მიუთითოს მონაცემები, რადგან შემდგომში არ გართულდეს მასთან დაკავშირება,“- ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი.

| Print |
FaceBook Twitter Google