ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა
უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი
ღიბრაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის წახალისების
200-ლარიანი პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდა.
„დამატებითი შეზღუდვები, ამ მომენტისთვის, არ წესდება. გადაწყდა, რომ
50 წელს ზემოთ, აცრების წახალისების პროგრამა კვლავ ერთი თვით
გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ,
50 წელს გადაცილებულ პირებს 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი
ავტომატურად ერიცხებათ.
მასალის გამოყენების პირობები