კოვიდპაციენტს გამოკვლევები მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ჩაუტარდება
პაციენტების გამოკვლევებს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუკი ოჯახის ექიმი მიიჩნევს, რომ გამოკვლევები აუცილებელია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პროტოკოლი, რომელიც ჩვენ გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს. აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად არის ისე, რომ კლინიკური მდგომარეობა არ მიუთითებს გამოკვლევების აუცილებობაზე. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას ოჯახის ექიმი პაციენტს აცნობებს და სთხოვს მას, რომ გააგრძელოს მკურნალობა ბინაზე, დამატებითი გამოკვლევების გარეშე,“ – ამბობს თამარ გაბუნია.

| Print |
FaceBook Twitter Google