გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი.
უწყების ინფორმაციით, 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ
ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში
+4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 29 იანვარს ღამის საათებში
გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე
დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები